კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საწარმოს, სადაც ხდებოდა ლამინატების დამუშავება და ყოველდღიურად თანამშრომლობდა ავეჯის მწარმოებლებთან. სწორედ ამ გამოცდილებამ ჩამოაყალიბა მთავარი პრინციპი — როგორ უნდა შეიქმნას მაღალი ხარისხის პროდუქტი და რა დეტალები განსაზღვრავს საბოლოო შედეგს.
მოგვიანებით, 20 წლიანი გამოცდილების მქონე პარტნიორთან ერთად შეიქმნა Livaro — სადაც გაერთიანდა მრავალწლიანი პრაქტიკა, თანამედროვე ხედვა და მუდმივი სწრაფვა სრულყოფილებისკენ.
დღეს Livaro ქმნის ავეჯს და ინტერიერს, რომელიც სრულად ერგება დამკვეთის სურვილს — კარებიდან დაწყებული, სამზარეულოთი, საძინებლითა და სრულ ინტერიერამდე.